საბერძნეთში საჯარო სექტორი გაიფიცება

საბერძნეთის საჯარო სექტორის უმსხვილესმა პროფკავშირმა – ADEDY-მა 28 თებერვალს 24-საათიანი საერთო ეროვნული გაფიცვა დააანონსა.

სხვა საკითხებთან ერთად, მოთხოვნებს შორის არის – ხელფასის გაზრდა და ჯანდაცვისა და განათლების სექტორებში პერსონალის დაქირავება.

ამის შესახებ Ekathimerini წერს.

გაფიცვაში მონაწილეობას მიიღებენ მეტროპოლიტენის, ტრამვაის და რკინიგზის მუშები, ტაქსის მძღოლები, პორტში მომუშავეები და ავიადისპეტჩერების პროფკავშირები.

ათენში მეტრო და ტრამვაი მუშაობას 24 საათით შეწყვეტს, ხოლო ავტობუსები და ტროლეიბუსები დილის 09:00 საათიდან 21:00 საათამდე გაჩერდებიან.

მუშაობას წყვეტენ, ასევე, ეროვნული და საქალაქთაშორისო მატარებლები.

24 საათით გაუქმებულია ყველა შიდა და საერთაშორისო ავიარეისი, ასევე, საზღვაო და მდინარეზე გადაზიდვები პირეუსის, ლავრიოსა და რაფინას პორტებში.

ტაქსის მძღოლები ათენში გაფიცვას 48 საათამდე გააგრძელებენ, ხოლო ტაქსის მძღოლების პროფკავშირი ქვეყნის მასშტაბით გაფიცვისკენ მოუწოდებს.

სალონიკში რამდენიმე საქალაქო ავტობუსი მუშაობას გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები