მედია: რუსეთი ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს

რუსეთის მთავრობა პირველი მარტიდან ბენზინის ექსპორტის 6 თვის აკრძალვას გეგმავს, – ამის შესახებ გაზეთი RBC ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.

რუსეთის ვიცეპრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის განცხადებით, დროებითი აკრძალვის დაწესების მიზანი გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის დარეგულირებაა.

გავრცელებული ინფორმაციით, “შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე, ე.წ. სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს, მონღოლეთსა და უზბეკეთს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები