უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა.

2022 წლის 24 თებერვლის უკრაინის დროით დილის 5:00 საათზე ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

დღემდე, 3 მილიონზე მეტი უკრაინელი, მათ შორის 800 000 ბავშვი რამდენიმე ასეულ კილომეტრზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზთან, უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობს.

 უკრაინელი ბავშვების დიდმა ნაწილმა ორწლიანი ომის განმავლობაში სარდაფებსა და მეტროში 5 ათას საათამდე გაატარა. 

უკრაინაში, რუსეთის შეიარაღებული შეჭრის ორი წლის განმავლობაში, 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და თითქმის 20 ათასი დაიჭრა.

გაეროს სხვა წყაროების თანახმად, უკრაინის მოსახლეობის თითქმის 40%, ანუ 14,6 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული; 2,2-მა მილიონმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა; იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა კი 3,5 მილიონს აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები