ვალენსიაში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ვალენსიის მთავრობის წარმომადგენელმა, პილარ ბერნაბემ დაუდასტურა.

ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 15 ადამიანი. ამასთან, სულ მცირე 15 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული, მათ შორის 7 მეხანძრეა.

ვალენსიის სასამართლომ ხანძრისა და მისი გამომწვევი მიზეზის გამოძიება დაიწყო და სასწრაფო დახმარების სამსახურს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, ქალაქ ვალენსიაში ცეცხლი მრავალსართულიან შენობას გუშინ, 22 თებერვალს გაუჩნდა. ექსპერტების თქმით, ხანძარი ძლიერ აალებადმა მასალამ გამოიწვია, რომლითაც კორპუსი იყო მოპირკეთებული.

ქალაქში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები