ვინ მოხვდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-13 პაკეტში

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მეორე წლისთავზე ევროკავშირმა სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცა.

შეზღუდვა შეეხება კიდევ 106 ფიზიკურ და 88 იურიდიულ პირს, რომელიც პასუხისმგებელია ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

კერძოდ, სანქციათა სიაში მოხვდნენ, მათ შორის: ​ტულას რეგიონის გუბერნატორი ალექსეი დიუმინი; ხანტი-მანსის ავტონომიური ოლქის გუბერნატორი ნატალია კომაროვა; პენზას რეგიონის (გუბერნატორი ოლეგ მელნიჩენკო; რიაზანის რეგიონის გუბერნატორი პაველ მალკოვი; ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი.

ასევე, არაღიარებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „სახალხო საბჭოს თავმჯდომარე“ არტიომ ჟოგა;

​ბელარუსის წითელი ჯვრის ხელმძღვანელი დიმიტრი შევცოვი;

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უპილოტო ავიაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ფიოდორკო.

“ავიატეკ”-ის, VNIIRT-ის, “მგ – ფლოტ”-ის, “სოფრახ”-ის და ულიანოვსკის მექანიკური ქარხნის ხელმძღვანელები;

ასევე, შეზღუდვა დაუწესდა კლიმოვსკის ვაზნების ქარხანას;

ბავშვთა და ახალგაზრდობის ორგანიზაცია “პირველთა მოძრაობას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები