Politico: აკრძალვის მიუხედავად, გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებმა 1 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული საწვავი იყიდეს
ევროკავშირში რუსული ნავთობის ექსპორტის აკრძალვის მიუხედავად, ბლოკის ქვეყნებმა 2023 წელს რუსეთიდან 1 მილიარდი ევროს საწვავი შეისყიდეს.
ამის შესახებ Politico არასამთავრობო ორგანიზაცია Global Witness-ის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
გასულ წელს ევროკავშირმა ნავთობპროდუქტების, დაახლოებით, 35 მილიონი ბარელი შეიძინა, ძირითადად – დიზელის საწვავი, რომლის ნაწილი მაინც რუსეთში იყო შეძენილი. აკრძალვის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთიდან შეუძლიათ რაფინირებული ნავთობპროდუქტების კანონიერად მიღება.
ეს ნავთობპროდუქტები ინდოეთის და თურქეთის გავლით გადიან.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ერკი კოდარის თქმით, რუსეთი აგრძელებს ირიბად სარგებლის მიღებას ევროპაში საწვავის გაყიდვით მესამე ქვეყნების გავლით. ამიტომ, მისი თქმით, ბრიუსელმა უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა და შემოიღოს ახალი წესი, რომლის მიხედვითაც ამ საწვავის მომწოდებლებს მოუწევთ, ევროპელ მყიდველებს ანგარიში ჩააბარონ.
Politico წერს, რომ ევროპელი ოფიციალური პირები ამგვარი ნაბიჯებისგან თავს იკავებენ დიზელის ფასების ზრდისა და რეცესიის შიშის გამო.