“მსოფლიო არ არის მზად პუტინის დამარცხებისთვის, მას რუსეთში ცვლილებების ეშინია“ – ზელენსკი

Ukrainian President Volodymyr Zelensky addresses the 78th United Nations General Assembly at UN headquarters in New York City on September 19, 2023. (Photo by Ed JONES / AFP) (Photo by ED JONES/AFP via Getty Images)

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევს არ სურს “მინსკის შეთანხმებების” გამეორება, ოღონდ ქვეყნის რომელიმე სხვა ტერიტორიასთან მიმართებით.

ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში თქვა.

„მოლაპარაკება ტანკებით, ჩვენი ხალხის განადგურებით – მოლაპარაკებები არ არის. ომის დაწყებამდე პუტინს მაკრონი და შოლცი ელაპარაკა და პუტინი აცხადებდა, რომ შეჭრა არ იქნებოდა“, – თქვა მან.

მისი თქმით, „ძალიან უსამართლოა, უკრაინელებს ჰკითხო, როდის დასრულდება ომი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის დასრულდეს. მაგრამ მოდით, ვიყოთ გულწრფელები: მსოფლიო არ არის მზად პუტინის დამარცხებისთვის და მსოფლიოს რუსეთში ცვლილებების ეშინია“.

უკრაინის ლიდერი ამბობს, რომ უკრაინაში კონფლიქტი მაშინ დასრულდება, როდესაც მსოფლიო გაიგებს, რომ ვლადიმერ პუტინმა ყველა წითელი ხაზი გადალახა.

მისივე თქმით, უკრაინა ახალ კონტრშეტევას ამზადებს, რომლის მიზანია შავ ზღვაში წარმატების მიღწევა.

მას კონტრშეტევის დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ აღნიშნა, რომ რუსეთს “სიურპრიზები ელოდება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები