“უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგი ხუთჯერ ნაკლებია, ვიდრე რუსეთის” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომში უკრაინის დანაკარგი ხუთჯერ ნაკლებია, ვიდრე რუსეთის.
ამის შესახებ მან ტელეარხ Fox News-თვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.
ამავე დროს, მას კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია.
“ათიათასობით დაიღუპა. ათიათასობით ადამიანი გააძევეს. თანაფარდობა ერთი ხუთს უდრის. ბრძოლაში დაღუპულ ერთ ჩვენს ჯარისკაცზე ხუთი დაღუპული რუსი ჯარისკაცი მოდის,“ – თქვა უკრაინის ლიდერმა.
24 თებერვალს უკვე ორი წელი სრულდება, რაც 2022 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასირებული, ფართომასშტაბიანი აგრესია წამოიწყო.
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, რუსეთის დანაკარგი ასობით ათასს აღწევს.