დიმიტრი ხუნდაძე: რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, მას შემდეგ „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ დაიბრუნოს ხელისუფლება და თავისი ჩვეული დესტრუქციული, მავნებლური პოლიტიკა გაატაროს

რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, მას შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ დაიბრუნოს ხელისუფლება და თავისი ჩვეული დესტრუქციული, მავნებლური პოლიტიკა გაატაროს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს, რომ ახალი სცენარი დაალაგოს, რათა რამენაირად გონება-სახემიხდილი „ნაცმოძრაობის“ რეანიმაცია მოხდეს.

„მიუხედავად სირთულეებისა, ეკონომიკური წინსვლა სახეზეა, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ქვეყანას ეკონომიკური ზრდის და მშვიდობა მიღწეულია. მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება დესტრუქციული ოპოზიციის სახით. ისინი ცდილობენ, რომ დაალაგონ ახალი სცენარი, რომ რამენაირად გონება-სახემიხდილი „ნაცმოძრაობის“ რეანიმაცია მოხდეს. ბოლო სცენარი ვითარდებოდა ისე, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის, როგორც ლიდერის ბლოკირება და შანტაჟი უნდა მომხდარიყო და ის მიხეილ სააკაშვილს უნდა ჩაენაცვლებინა, როდესაც ის ლობისტების მხრიდან, გლობალური ომის პარტიის ხელშეწყობით შემოიყვანეს. მცდელობა რომ მათგან იყო, ამის ბევრი დასტურია. როდესაც სააკაშვილი გაიჭედა მათთვის მოულოდნელად ციხეში, ის სცენარი ვერ შედგა. იყო ბევრი მცდელობა, მათ შორის დაიდგა „წამების“ სცენარი. ამ სქემის ნაწილი იყო საზოგადოების და ხელისუფლების გახლეჩა, დეზინფორმაციის ტალღა მოდიოდა თითქოს ევროპა არ სურდა ხელისუფლებას და ამის გამო საზოგადოება გამოიყვანეს მთავარ პოლიტიკურ მოედანზე, რომ პიკში ასულიყო ემოცია, რომ თითქოს ჩაშლის პირას იყო ეს პოლიტიკა, არადა პირდაპირ კონსტიტუციაშია ეს გაწერილი, ეს ხაზი არ იცვლება და ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც ამაზე მეტყველებს. ეს სცენარიც არ გამოვიდა. ამიტომ ახლა ახალი საჭადრაკო დაფა შემოიტანეს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყოფიან. გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე სანადიროდ გამოუშვეს ისინი ვინც, ვითომ „ნაცები“ არ არიან. ახლა მათ სჭირდებათ რომ დაიქსაქსონ. ესეც გლობალური ომის პარტიის დახაზული სქემაა“, – განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები