ფერმერთა პროტესტის გამო, ზელენსკი პოლონეთის ხელისუფლებას საზღვარზე შეხვედრას სთავაზობს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონელი ფერმერების მიერ უკრაინის საზღვრის ბლოკირებასთან დაკავშირებით ევროკომისიას და პოლონეთის ხელისუფლებას მიმართავს.
ამის შესახებ Eurointegration-ი იტყობინება.
სოციალურ ქსელებში უკრაინულ და პოლონურ ენებზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ის ამბობს, რომ მთავრობას დაავალა, „უახლოეს მომავალში, 24 თებერვლამდე“ პოლონეთის საზღვართან მივიდნენ.
„გთხოვ, დონალდ, ბატონო პრემიერმინისტრო, ასევე, მობრძანდეთ საზღვარზე. ანდჟეი, ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ამ დიალოგს. ეს არის ეროვნული უსაფრთხოება. ეს არ უნდა გავაჭიანუროთ. უახლოესი დღეები ამის გაკეთების შანსს გვაძლევს”,- დაწერა მან.
უკრაინის ლიდერმა ასევე გამოთქვა მზაობა, თავად მივიდეს საზღვართან.
„და მინდა, მივმართო ევროკომისიას: აუცილებელია ევროპაში ერთიანობის შენარჩუნება. ეს არის ევროკავშირის ფუნდამენტური ინტერესი. ამიტომ, უკრაინა მიმართავს ევროკომისიას, რათა ევროკომისიის წარმომადგენელმაც მიიღოს ამ შეხვედრაში მონაწილეობა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.