“უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ჩარჩო ზაფხულამდე მზად არ იქნება” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო ევროპულ არჩევნებამდე, რაც ივნისის დასაწყისში გაიმართება, მზად არ იქნება.

ამის შესახებ მან ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე თქვა.

„სქრინინგის საკითხზე შესანიშნავი პროგრესი გვაქვს. ეს ძალიან კარგია. და ჩვენ ვმუშაობთ მოლაპარაკებების ჩარჩოზე. ჩემი საუკეთესო ვარაუდით, ისინი მზად არ იქნება ევროპულ არჩევნებამდე, არამედ მათ შემდეგ, რადგან ვხედავ სხვადასხვა პოზიციას. ამას დრო დასჭირდება. მაგრამ ვფიქრობ, ზაფხულში, ზაფხულის დასაწყისში მზად ვიქნებით”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიამ უკრაინის მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტზე მუშაობა იანვარში დაიწყო – დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებათა პრინციპებსა და პროცედურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები