მოლდოვაში უკრაინელების ჯგუფი დააკავეს, რომელმაც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა

მოლდოველმა მესაზღვრეებმა, მორიგ ჯერზე,  უკანონოდ საზღვრის გადაკვეთისას უკრაინელი მამაკაცების ჯგუფი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

ოთხი მამაკაცისგან შემდგარი ჯგუფი 20 თებერვალს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00 საათზე ქვეყნის ჩრდილოეთით, ქალაქ მედვეჟიაში აღმოაჩინეს.

მამაკაცები ტერიტორიაზე 50 მეტრის სიღრმეზე შევიდნენ, რის შემდეგაც ისინი დააკავეს.

დაკავებულებმა თქვეს, რომ გაქცევისთვის უკრაინაში შუამავლებს 5000 დოლარი გადაუხადეს.

მათ, ასევე, მოლდოვაში თავშესაფარი ითხოვეს.

მსგავსი შემთხვევა თებერვლის დასაწყისშიც დაფიქსირდა, როდესაც უკრაინის ხუთი მოქალაქე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები