მედია: აშშ-ში მიაჩნიათ, რომ რუსეთი კოსმოსური ბაზირების ბირთვულ იარაღს ავითარებს

შეერთებულ შტატებში ფიქრობენ, რომ რუსეთი კოსმოსურ ანტისატელიტურ ბირთვულ იარაღს ავითარებს, რომელსაც შეუძლია, შეაფერხოს ყველაფრის მუშაობა – სამხედრო კომუნიკაციებიდან დაწყებული – ტაქსის სატელეფონო სერვისებით დამთავრებული.

ამის შესახებ “ამერიკის ხმა” წყაროზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემის წყარო ამბობს, სისტემა, სავარაუდოდ, შეიცავს ორბიტაზე გაშვებულ ბირთვულ ასაფეთქებელ მოწყობილობას.

20 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კოსმოსში ბირთვული იარაღის განლაგებას ეწინააღმდეგება, ხოლო თავდაცვის მინისტრმა – სერგეი შოიგუმ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ კოსმოსისთვის​ ბირთვულ შესაძლებლობებს ავითარებენ.

საკითხის კომენტირებისგან თავი თეთრ სახლსა და ეროვნული დაზვერვაში შეიკავეს.

1967 წლის ხელშეკრულების ხელმომწერებს, მათ შორის, აშშ-ს და რუსეთს ეკრძალებათ „დედამიწის ორბიტაზე ნებისმიერი ობიექტის განთავსება, რომელიც ატარებს ბირთვულ იარაღს ან ნებისმიერი სხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღს“.

The New York Times-მა 17 თებერვალს, ასევე, წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები ამბობენ, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ახალი საიდუმლო სამხედრო თანამგზავრის გაშვებას გეგმავს და რომ მთავარი კითხვა არის ის – განათავსებს თუ არა ის ბირთვულ იარაღს კოსმოსში.

20 თებერვალს Bloomberg-მა დაწერა, რომ რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღი შესაძლოა, უკვე წელს განათავსოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები