რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქვეყანამ ეკონომიკის თითქმის მესამედი და 3 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დაკარგა.
გარდა ამისა, ქვეყანა 10 მილიონმა ადამიანმა დატოვა.
ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიჰალმა ტელეარხ NHK-სთან ინტერვიუში თქვა.
”რუსული აგრესიის გამო, ჩვენი ეკონომიკის 30%, ტერიტორიების, დაახლოებით 20% და 3,5 მილიონი სამუშაო ადგილი დავკარგეთ”, – თქვა შმიჰალმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში დაზიანებული გზების სიგრძე, დაახლოებით, 8400 კილომეტრია.
მხოლოდ კიევის რეგიონში 29 ათასზე მეტი შენობა დაზიანდა, საიდანაც მხოლოდ 60% გარემონტდა.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში წასული მოქალაქეები უკრაინაში უსაფრთხოების პრობლემების გამო არ ბრუნდებიან.
შმიჰალი ტოკიოში იმყოფება, რომ უკრაინის აღდგენაში იაპონიის დახმარება განიხილოს.