გაეროში ისრაელის ელჩი: „ჰამასის“ სისასტიკეების არდაგმობა გაეროს ტრადიციად იქცა

გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ არდაგმობა გაეროს ტრადიციაა.

შესაბამისი განცხადება ერდანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო ალჟირის მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებდა.

„„ჰამასის“ სისასტიკეების არდაგმობა ახლა გაეროში ტრადიციად იქცა. ეს ტრაგიკული მოვლენაა“, – დასძინა ელჩმა.

ამასთან, მან  ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, „ჰამასი“ გადაჯგუფდება, ხელახლა შეიარაღდება და გენოციდის შემდეგი მცდელობა მხოლოდ დროის საკითხი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები