ჯონ კირბი: უკრაინის ჯარებმა ავდიივკა კონგრესის უმოქმედობის გამო დატოვეს
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინის ჯარებმა ავდიივკა კონგრესის უმოქმედობის გამო დატოვეს.
„მკაფიოდ განვმარტოთ ეს: უკრაინის გადაწყვეტილება ავდიივკადან გასვლის შესახებ არ მომხდარა იმის გამო, რომ ისინი საკმარისად მამაცები არ იყვნენ, არ იყვნენ გაწვრთნილნი, არ ჰქონდათ ტაქტიკური უნარები, რომ დაეცვათ თავი და დაეცვათ ეს ქალაქი. ეს მოხდა კონგრესის უმოქმედობის გამო“, – აღნიშნა კირბიმ.