აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შესახებ კვლავ ვეტო დაადო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კვლავ ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ისრაელ-„ჰამასის“ ომის შესახებ, რომელიც ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს.
საბჭოს 13-მა წევრმა მხარი დაუჭირა ალჟირის მიერ შემუშავებულ ტექსტს, ხოლო ბრიტანეთმა თავი შეიკავა.
აღსანიშნავია, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომის განმავლობაში, ეს აშშ-ის მესამე ვეტოა.
„ამ რეზოლუციის პროექტის სასარგებლოდ ხმის მიცემა არის პალესტინელების სიცოცხლის უფლების მხარდაჭერა. პირიქით, მის წინააღმდეგ ხმის მიცემა გულისხმობს მათზე მიყენებული სასტიკი ძალადობისა და კოლექტიური სასჯელის მოწონებას“, – განაცხადა კენჭისყრამდე ალჟირის ელჩმა გაეროში, ამარ ბენჯამამ.