უკრაინა ქალაქ ავდიივკას არ დაკარგავდა, მის დასაცავად საჭირო საბრძოლო მასალა რომ მიეღო, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ CNN-ს განუცხადა.
„მიზეზი, რის გამოც ისინი საკუთარ თავს სწირავენ და იღუპებიან, არის ის, რომ ვიღაც ჯერ კიდევ მსჯელობს გადაწყვეტილებაზე. მე პატივს ვცემ საშინაო პოლიტიკას და არ ჩავერევი მასში, მაგრამ მინდა, ყველას გვახსოვდეს, რომ დებატების თითოეული დღე ნიშნავს სიკვდილს“, – აღნიშნა კულებამ.
მისივე თქმით, რუსეთი გაჩერებას არ აპირებს და ომი კვლავ გაგრძელდება.
„ხალხმა ერთი მარტივი რამ უნდა გაიგოს. კანონის მიღება მნიშვნელოვანია, მაგრამ დრო სჭირდება იარაღის ფრონტზე გაგზავნას. და მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, გარდა ამისა, გაითვალისწინეთ ლოჯისტიკა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ჯარისკაცები სიცოცხლეს სწირავენ ფრონტის ხაზზე“, – დასძინა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.