CNN: რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქში დიდი რაოდენობით ძალებს აგროვებს
რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქში დიდი რაოდენობით ძალებს აგროვებს.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN უკრაინულ და რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, რუსეთმა 50 000 ჯარისკაცს მოუყარა თავი ზაპოროჟიეს ოლქში.
“ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსული ჯარები ცდილობენ გაზარდონ თავიანთი დომინირება აღმოსავლეთ ფრონტზე მას შემდეგ, რაც დროშა აღმართეს ავდიივკას რამდენიმე ნაწილში”, – წერს ტელეკომპანია CNN-ი.