რუსეთის ზეწოლის შედეგად, ეკვადორმა უკრაინისთვის მოძველებული საბჭოური იარაღის მიწოდებაზე უარი თქვა

ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელა სომერფელდმა ​განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინაში საბჭოთა დროინდელი იარაღის გაგზავნას აღარ აპირებს.

მინისტრმა აშშ-ის კონგრესის კომიტეტს აცნობა, რომ „ეკვადორი არ გაუგზავნის სამხედრო მასალებს იმ ქვეყანას, რომელიც საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტშია ჩართული“.

იანვარში ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ გამოაცხადა, რომ ეკვადორი დათანხმდა რუსული სამხედრო აღჭურვილობის გაცვლას, რომელიც, მისი თქმით, „ჯართად“ იქცა, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ ამერიკულ იარაღზე, რომელიც საჭიროა ნარკოკამაფიასთან საბრძოლველად.

ეკვადორი უკრაინაში ექვსი რუსული სამხედრო ვერტმფრენის, შორი დისტანციის რაკეტების გამშვებების და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნას გეგმავდა. თუმცა, რუსეთი ეკვადორს ბანანისა და ყვავილების იმპორტზე ემბარგოს დაწესებით დაემუქრა.

ეკვადორი ბანანისა და ყვავილების, ძირითადად, ვარდის უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში. რუსეთში შეტანილი 10 ბანანიდან ცხრა ეკვადორიდან მოდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები