დონალდ ტრამპი: ნავალნის უეცარი გარდაცვალებით კიდევ უფრო მეტად გავაცნობიერე ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალება მის სამართლებრივ პრობლემებს შეადარა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

როგორც ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელ Truth Social-ის გვერდზე აღნიშნავს, ნავალნის უეცარი გარდაცვალებით კიდევ უფრო მეტად გააცნობიერა ის, რაც შეერთებულ შტატებში ხდება.

„ალექსეი ნავალნის უეცარი გარდაცვალებით კიდევ უფრო მეტად გავაცნობიერე ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ეს არის ნელი, მაგრამ სტაბილური თანმიმდევრობა, სადაც თაღლით და რადიკალ მემარცხენე პოლიტიკოსებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს განადგურების გზით მივყავართ. ღია საზღვრები, გაყალბებული არჩევნები და უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილებები ანადგურებს ამერიკას. ჩვენ ვართ ერი, რომელიც დაცემას განიცდის, წარუმატებელი ერი“, – წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, რუსეთის მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ 47 წლის პოლიტიკოსმა ბოლო სამი წელი პატიმრობაში გაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები