ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხეში გარდაიცვალა.

სასჯელაღსრულების ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში მსჯავრდებულმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, მან გონება თითქმის მაშინვე დაკარგა“.

14 თებერვალს პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ნავალნი პატიმრობის პერიოდში უკვე 27-ედ საჯარიმო საკანში გაგზავნეს.

​RT-ის წყაროს ცნობით, ნავალნის გარდაცვალების მიზეზი ტრომბი გახდა.

ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები