ჰეგსეთი: აშშ ჰორმუზის სრუტეში ოპერაციებში მოკავშირეებს არ ეყრდნობა

შეერთებული შტატები არ ელის, რომ ვაშინგტონის მოკავშირეები ჰორმუზის სრუტეში ამერიკულ სამხედრო ოპერაციებს შეუერთდებიან.

აღნიშნულის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა ირანის წინააღმდეგ ამერიკულ-ისრაელის კამპანიასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოკავშირეებმა უნდა ჩადონ ინვესტიცია საკუთარ შესაძლებლობებში, რათა მათ შეძლონ ძალის გამოყენება და ძირითადი მისიების შესრულება, როგორიცაა ჰორმუზის სრუტის გაწმენდა. ჩვენ ეს გათვლა არ გვაქვს. თუმცა, თუ ეს მოხდება, ძალიან კარგი იქნება“, – განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები