“ევროპულ ბაზარზე უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაშვება უნდა შეჩერდეს” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროპის ბაზარზე ​უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის უნდა დაიხუროს.

ამის შესახებ Magyar Nemzet-ი წერს.

„ევროპელი ფერმერების პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ბრიუსელი იღებს ისეთ წესებს, რომლებიც მათ წარმოებას უფრო და უფრო აძვირებს“, – ციტირებს ორბანს Fides-ი.

უნგრეთის სამთავრობო პარტიის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ რგოლში ორბანი ასევე ამბობს, რომ “ასეთი წესები უნგრეთშიც მოქმედებს, მაგრამ ევროკავშირი ნებას რთავს ევროპაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმ ქვეყნებიდან იმპორტს, სადაც იგივე წესები არ მოქმედებს”.

„ეს ნიშნავს, რომ უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქცია ევროპულ ბაზარზე არ უნდა იყოს დაშვებული“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

მისი თქმით, ფერმერებს არავინ უსმენს, ისინი გრძნობენ, რომ მათსა და ბრიუსელში გადაწყვეტილების მიმღებთა შორის მანძილი, ცასა და მიწას ჰგავს.

“ეს შეუძლებელია. წესები უნდა შეიცვალოს”, – თქვა ორბანმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები