დონალდ ტრამპი: პუტინს ბაიდენი სურს პრეზიდენტად, რადგან ყველაფერს მიიღებს, მათ შორის უკრაინას

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ კრემლისთვის ტრამპის პრეზიდენტობაზე უკეთესი არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება იქნება.

„ფაქტობრივად, რუსეთის პრეზიდენტმა დიდი კომპლიმენტი გამიკეთა. მან უბრალოდ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი ურჩევნია [აშშ-ის პრეზიდენტად]. ეს არის კომპლიმენტი და რა თქმა უნდა, ის ამას იტყოდა. მას სურს ბაიდენი, რადგან მიიღებს ყველაფერს, რაც სურს, მათ შორის, უკრაინას. ის აისრულებს უკრაინის დაპყრობის სურვილს ბაიდენის დამსახურებით. ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც რუსეთისთვის არაფერი მიუცია, ცნობილია, როგორც დონალდ ტრამპი“, – აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის აშშ-ში ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე დონალდ ტრამპის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები