IDF-სა და Shin Bet-ის განცხადებით, „ჰამასის“ მეთაური აჰმედ ღული, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა, გუშინ, საჰაერო თავდასხმის შედეგად გაანადგურეს.
მათივე ცნობით, აჰმედ ღული „ჰამასის“ შატის ბატალიონის მეთაური იყო.
ის, სამხრეთ ისრაელში ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, ღაზაში დაბრუნების შემდეგ, ერთ-ერთი მძევლის, ნოა მარჩიანოს დაცვაზე იყო პასუხისმგებელი, რომელიც მოგვიანებით „ჰამასმა“ შიფას საავადმყოფოში მოკლა.