უკრაინაში ზელენსკის უნდობლობის რეიტინგი გაზრდილია, ზალუჟნის კი გამოკითხულთა 94% ენდობა
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა (KIIS) გამოკითხვა ჩაატარა, რომლის შედეგად ირკვევა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის გამოკითხულთა 94% ენდობა, მაშინ როდესაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის – 64%, რომელსაც 2023 წლის დეკემბერში 77% ენდობოდა.
ნდობის სამეულში მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვიც მოხვდა, რომელსაც ზელენსკიზე მაღალი ნდობის რეიტინგი აქვს – 66%, ამასთანავე, ბუდანოვის რეიტინგი დეკემბერს – 60% შეადგენდა.
გამოკითხვა 5-10 თებერვალს ჩატარდა და მასში 1202 რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა ქვეყნის ყველა რეგიონიდან გარდა ყირიმის. 874 ინტერვიუ 8 თებერვლის ჩათვლით ვალერი ზალუჟნის გადადგომამდე ჩატარდა. დარჩენილი 328 – 9 და 10 თებერვალს უკვე მისი გადადგომის შემდეგ.
ამავე დროს, გამოკითხულთა 5% ზალუჟნის არ ენდობა და ეს მაჩვენებელი 2023 წლის დეკემბერთან პრაქტიკულად უცვლელი დარჩა; ბუდანოვის 19%, მაშინ როდესაც დეკემბერში – 20%; ხოლო ზელენსკის გამოკითხულთა 35% არ ენდობა და ეს მაჩვენებელი დეკემბრის შემდეგ არის გაზრდილი. მაშინ 22% იყო.
შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდალს, ალექსანდრე სირსკის გამოკითხულთა 40% ენდობა, 21% არ ენდობა, ხოლო 4%-ს გაურკვეველი დამოკიდებულება აქვს.
ნდობის უარყოფითი ბალანსი აქვთ – ვიტალი კლიჩკოს დეკემბერში 52%-დან ამჟამინდელ 45%-მდე; პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს 27% ენდობა, დეკემბერში – 33% ენდობოდა; პარტია “ევროსოლიდარობის” ლიდერს, პეტრო პოროშენკოს 31% ენდობა, ეს მაჩვენებელი დეკემბრიდან 27%-დან გაიზარდა, თუმცა უნდობლობის დონე 68%-ზე უცვლელად რჩება.
ასევე, გაიზარდა უნდობლობა იულია ტიმოშენკოს მიმართ 10%-დან 17%-მდე; ალექსი არესტოვიჩს 11% ენდობა. 83% კი არა. შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით, ეს ციფრი, თითქმის არ შეცვლილა.