ბელგოროდში სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია – რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული მონაცემებით, ბელგოროდში სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.

დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია, ხოლო დაშავებულთა შორის – 4.

ბელგოროდზე სარაკეტო თავდასხმა, დაახლოებით, 2 საათის წინ მოხდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონის თავზე 14 რაკეტა ჩამოაგდეს, თუმცა, ჭურვი სავაჭრო ცენტრსაც მოხვდა.

ასევე, ნგრევაა დაფიქსირებული 7 კერძო სახლში; 5 კორპუსში ჩამტვრეულია შუშები; 5 ავტომობილი დაზიანდა; დაზიანდა ერთი მაღაზია და ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს ტერიტორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები