საერთაშორისო გამოფენაზე „Fruit logistica 2024” ქართული მოცვით დაინტერესდნენ
ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენის „Fruit logistica 2024” ფარგლებში, ქართველმა მწარმოებლებმა შეხვედრები ლურჯი მოცვის შესყიდვით დაინტერესებულ კომპანიებთან, მათ შორის, ლურჯი მოცვის მწარმოებელი გერმანული კომპანია Wonderland Farmers და კომპანია Driscolls წარმომადგენლებთან გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
აღსანიშნავია რომ Driscolls ამერიკული კომპანიაა, რომელიც საერთაშირისო ბაზარზე ოპერირებს.
შეხვედრებს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის საწარმოო ჯაჭვის მენეჯერი შოთა ცუკოშვილი ესწრებოდნენ.
სავაჭრო კავშირების დამყარების მიზნით საქმიანი შეხვედრები სოფლის განვითარების სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა.