ბაიდენი ამერიკელებს მიმართავს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ერს სიტყვით მიმართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.
უკანასკნელად ბაიდენმა ამერიკელებს 2023 წლის 19 ოქტომბერს მიმართა. მაშინ ის შეეხო ისრაელისა და “ჰამასის” ომს, ასევე, უკრაინაში რუსეთის შეჭრას.
რა იქნება ბაიდენის ამჟამინდელი მიმართვის თემა, ჯერჯერობით, უცნობია, რადგან მიმართვის ფაქტი წინასწარ დაანონსებული არც ყოფილა.