ტრამპმა ნევადაში კოკუსებში 99%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, 2024 ელის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის სავარაუდო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ნევადაში კოკუსებში 9-პროცენტიანი მხარდაჭერა მოიპოვა
ბიულეტენში ტრამპის ერთადერთი კონკურენტი პასტორი და მეწარმე, რაიან ბინკლი იყო.
ნევადას კოკუსების შედეგი ნიშნავს, რომ ტრამპს პარტიულ ყრილობაზე შტატის 26-ვე დელეგატის ხმა ექნება.
იმის გათვალისწინებით, რომ საპრეზიდენტო ნომინაციის ოფიციალურად მოსაპოვებლად 1215 დელეგატია საჭირო, მოსალოდნელია, რომ ამ მაჩვენებელს ტრამპმა უკვე მარტში მიაღწიოს.
„თუ ამ შტატს მოვიგებთ, ადვილად გავიმარჯვებთ ნოემბრის არჩევნებში“, – თქვა ტრამპმა კოკუსების დაწყებამდე.
ახლა მას უკვე სამი გამარჯვება აქვს: ნევადაში, აიოვასა და ნიუ-ჰემფშირის შტატში, რაც მას რესპუბლიკური პარტიის ყველაზე სავარაუდო კანდიდატად აქცევს.