კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 5 ამერიკელი საზღვაო ქვეითი ემსხვერპლა

სან-დიეგოს მახლობლად, მთებში ავიაკატასტროფას ხუთი ამერიკელი საზღვაო ქვეითი შეეწირა.

სარდლობის ინფორმაციით, ვერტმფრენი CH-53E Super Stallion-ი რადარებიდან ორი დღის წინ, ღამის საათებში იმ დროს გაქრა, როდესაც მირამარში ქვეითთა საავიაციო სადგურზე ბრუნდებოდა.

ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, ვერტმფრენი სოფელ პაინ-ველისთან, სან-დიეგოსგან 1 საათის სავალ გზაზე იპოვეს.

დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები