ფინეთი რუსეთთან საზღვარს 14 აპრილამდე არ გახსნის

ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთთან სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელები 14 აპრილამდე დარჩება ჩაკეტილი.

ამის შესახებ Yle წერს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ შექმნილ ვითარებაში საზღვრის ჩაკეტვა აუცილებელი და პროპორციული ზომაა.

უწყებაში მიაჩნიათ, რომ საუბარია ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის სერიოზულ საფრთხეზე, რომელიც გამოწვეულია ინსტრუმენტალიზებული იმიგრაციის ფენომენით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები