“სენატმა უკრაინის მხარდაჭერის დოკუმენტი ტრამპის მუქარის გამო დაბლოკა” – ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელი სენატორები უკრაინის და ისრაელის, ასევე, მექსიკასთან საზღვრის დაცვის გამკაცრების ორპარტიული შეთანხმების დაბლოკვის გამო მკაცრად გააკრიტიკა.
„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ კაპიტოლიუმზე ვნახავდი იმის მსგავს რამეს, რასაც ახლა ვხედავ“, – ციტირებს ბაიდენს CNN-ი.
ბაიდენმა დონალდ ტრამპი დაადანაშაულა იმაში, რომ ის ურეკავდა კანონმდებლებს და შურისძიებით ემუქრებოდა, თუ ისინი კანონპროექტს დაუჭერდნენ მხარს.
შედეგად, რესპუბლიკელმა სენატორებმა შეთანხმებულ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს.
“იმიტომ, რომ მათ ურეკავს და ემუქრება დონალდ ტრამპი”,- აცხადებს ბაიდენი.