“აზერბაიჯანელი ამომრჩეველი სავსეა იმედით, ამ განწყობას მოსკოვში ჩავიტან, სადაც ასევე არჩევნებია” – კარასინი აზერბაიჯანში არჩევნებს აკვირდება

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ აზერბაიჯანში საარჩევნო უბნებზე დღეს მისული ამომრჩეველი ბედნიერია, რადგან სავსეა იმედით, რომ მათი ქვეყანა გახდება უფრო დინამიკური, თანამედროვე სახელმწიფო.

ამის შესახებ მან ბაქოში თქვა, სადაც აზერბაიჯანის ვადამდელ არჩევნებს აკვირდება.

“დარწმუნებული ვარ, რომ ძლიერი გაიმარჯვებს, ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ აზერბაიჯანელი ამომრჩეველი სავსეა იმედით, რომ მათი ქვეყანა გახდება ძალიან დინამიკური, თანამედროვე სახელმწიფო, მთელი რეგიონისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობის ერთგვარი ცენტრი. და სწორედ ამიტომ გამოიყურებიან ასე ბედნიერად ის ადამიანები, რომლებიც დღეს დილით საარჩევნო უბნებზე მოვიდნენ. მიხარია მათი განწყობა და ამ განცდას მოსკოვში ჩავიტან, მით უმეტეს, რომ ჩვენთანაც არჩევნებია. ერთმანეთს გავამხნევებთ, ეს ყოველთვის სასარგებლოა”,- თქვა კარასინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები