აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრა დღეს დილით, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათზე დასრულდება.

ქვეყანაში 6 537 საარჩევნო უბანია გახსნილი, აქედან 6 319 მუდმივი, ხოლო 218 დროებითია.

გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულია 6 478 623 ამომრჩეველი.

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, 37 ქვეყანაში აზერბაიჯანის საელჩოებსა და საკონსულოებში 49 საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც ხმას აზერბაიჯანის 23 000-ზე მეტი მოქალაქე მისცემს.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობისთვის 7 კანდიდატი იბრძვის, საიდანაც ერთ-ერთი აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები