ბაიდენი კონგრესს ორპარტიული საიმიგრაციო კანონპროექტის მიღებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს საზღვრის უსაფრთხოების ზომებისა და თავშესაფრის შეზღუდვის შესახებ ორპარტიული საკანონმდებლო პაკეტის მიღებისკენ მოუწოდა.
თეთრი სახლის ლიდერმა კანონპროექტს უწოდა „ყველაზე სამართლიანი, ჰუმანური რეფორმები ჩვენს საიმიგრაციო სისტემაში და ყველაზე მკაცრი რეფორმების ნაკრები საზღვრის დასაცავად“.
„ახლა ყველა მინიშნება იმაზე მიუთითებს, რომ ეს კანონპროექტი არც კი გადავა სენატში. რატომ? მარტივი მიზეზი: დონალდ ტრამპი. რადგან დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ეს მისთვის პოლიტიკურად ცუდია“, – განაცხადა ბაიდენმა.
მანვე დასძინა, რომ ტრამპს ამ საკითხის იარაღად გამოყენება ურჩევნია, ვიდრე რეალურად მისი მოგვარება.