ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა

ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი, სებასტიან პინერა ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა.

ვერტმფრენი, რომელსაც კონსერვატიული მილიარდერი გადაჰყავდა, ჩილეს სამხრეთით ლოს რიოსის რეგიონში ჩამოვარდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, კაროლინა ტოჰას განცხადებით, მასში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან სამი გადარჩა.

ავარიის დროს რაიონში ძლიერი წვიმა იყო, მაგრამ უცნობია, ამინდმა გამოიწვია თუ არა კატასტროფა. პინერას ცხედარი ჩილეს საზღვაო ძალებმა იპოვეს.

სებასტიან პინერა ჩილეს პრეზიდენტი 2010-2014 და 2018-2022 წლებში იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები