სტამბოლში, სასამართლოს შენობასთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, 34 ადამიანი დააკავეს

სტამბოლში, სასამართლოს შენობის წინ მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, 34 ადამიანი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი თურქეთის იუსტიციის მინისტრ ილმაზ თუნჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, მინისტრს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.

მისი თქმით, დაჭრილი სამი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია, დაშავებული ოთხი მოქალაქიდან – ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ​სტამბოლში, ჩაგლაიანის სასამართლოს შენობის შესასვლელთან დაცვის თანამშრომლებზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად, 6 ადამიანი დაიჭრა, მათგან სამი პოლიციელია.

თურქეთის შსს-ს ცნობით, თავდამსხმელი ქალი და მამაკაცი სამართალდამცველებმა მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები