„მათი უმეტესობა ბოლო ორ წელიწადში დავიბრუნეთ კულტურის სამინისტროს თანადგომით“…
ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში მაია ებრალიძის სტატუსს აზიარებს.
„ხელოვნების სასახლეში დაცულია: ჯოვანი ბელინის (1430-1516. იტალია ), არქანჯელო დი ჯაკობო დელ სელალიოს (1441 – 1493. იტალია), ჯოვანი ბოლტრაფიოს (1466-1516. იტალია), თომას დე კეისერის (1596-1667. ნიდერლანდები), დანიელ მეიტენსის (1590-1647. ნიდერლანდები), პიტერ იანს პორბუსის (XVII საუკუნე. ნიდერლანდები), იან სტენის (1626-1679. ბელგია), დევიდ ტენიერს უმცროსის (1610-1690. ნიდერლანდები), სემუელ დირქს ვან ჰოგსტრატენის (XVII საუკუნე. ნიდერლანდები), ბართოლომეუს ვან დერ ჰელსტის (XVII საუკუნე. ნიდერლანდები), იაკობ ფერდინანდ ვოეტის (XVII საუკუნე. ნიდერლანდები), იაკობ ჰიუსმანსის (XVII საუკუნე. ინგლისი), ჯონ გრინჰილის (1644-1676. ინგლისი), პაოლო დე მატეისის (1662-1728. იტალია), ესტებან მურილიოს (1617-1682. ესპანეთი), რობერტ ბინგის (1666-1720. ინგლისი), თომას ვეინვრაითის (1749-1883. ინგლისი) ა.ბოჰის (XIX საუკუნე. გერმანია), გუსტავ შონლებერის (1851-1917.გერმანია). პაულ ფონ ფრანკენის (1818-1884. გერმანია), იოსეფ ვილმანის (XIX საუკუნე. გერმანია), მიქელანჯელო მეუჩის (1840-1890. იტალია ), შარლ ლუი მიულერის (1815-1892. საფრანგეთი), ემილ ვან მარ დე ლუმენის (1827-1890. საფრანგეთი), ჟან-ჟოზეფ ბენჯამინ-კონსტანის (1845-1902), იოსეფ თომას (1828-1899. ავსტრია), ალფრედ ვიკერსის (1853-1907. ინგლისი), კარლ ტრიებელის (1823-1885. გერმანია) ავტორობით ან მათი სკოლის წარმომადგენელთა ნამუშევრები.
ამ ნახატთაგან 14 წლის წინ ხელოვნების სასახლეში არცერთი არ იყო, მათი უმეტესობა ბოლო 2 წელიწადში დავიბრუნეთ კულტურის სამინისტროს თანადგომით, დანარჩენი ან საკუთარი სახსრებით შევისყიდეთ, ან მეცენატთა მხარდაჭერით გადმოგვეცა, ან კიდევ მივიღეთ საჩუქრად“, – წერს მაია ებრალიძე.