ზესტაფონის მერიამ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლები აუშენა

მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლები აშენდა. ახალი სახლის მშენებლობა დასრულდა სოფელ მეორე სვირში, სამშენებლო სამუშაოები მიმდიმარეობს სოფელ ფუთსა და შროშაში.
მეორე სვირში, თუთარაშვილების ახლად აშენებული სახლი ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, ვიცე მერთან გიორგი ჯუღელთან, სოფლის დეპუტატთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ოჯახის საცხოვრებელ პირობებს.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. სახლების მშენებლობის პროცესი კი თვითმმართველობებმა განახორციელეს.
მეორე სვირში, ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე 42 893 ლარი დაიხარჯა. სატენდერო ვალდებულებით სამუშაოები შპს “მბი” – იმ განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები