KVIRA.GE KVIRA.GE - საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი

- რეკლამა -

- რეკლამა -

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • რეგიონი
  • კატეგორიები
    • ანონსი
    • პრესკლუბი
    • ისტორია და ისტორიები
    • სამხედრო თემა
    • კულტურა
    • პრესა
    • პერსონა
    • დღის ფოტო
    • დღის ვიდეო
kvira.ge
კულტურა

თეა წულუკიანი რუსთავის სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრა

🕑 10:52 2.02.2024 47

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თეა წულუკიანი „სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. რუსთავის სამუსიკო სასწავლებელს” ესტუმრა და ცნობილ ქართველ მუსიკოსსა და პიანისტ გიორგი ვაჩნაძესა და მის მეუღლე, პიანისტ კიომი სუგიმურასთან ერთად გაეცნო სასწავლებლის მუშაობის სპეციფიკასა და ინფრასტრუქტურას.
მინისტრმა დაათვალიერა სასწავლებლის საკონცერტო დარბაზი, აუდიტორიები და შეხვდა სასწავლებლის დირექტორს, ნინო ნაჭყებიას, რომლისგანაც მოისმინა ინფორმაცია სასწავლო პროცესის შესახებ. გაიმართა შეხვედრა სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგებთან.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალი ხელმძღვანელის პირობებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან სამუსიკო სასწავლებლების უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთი თვის შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში გაიმართება შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა, რომელზედაც სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამუსიკო სასწავლებლების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებენ მათ საჭიროებებსა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. შეხვედრისას თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა სასწავლებლის პედაგოგებს ენთუზიაზმისა და თავდადებული შრომისათვის.
სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. რუსთავის სამუსიკო სასწავლებელი მოცემული ფორმით დაარსდა 2009 წელს, სახელოვნებო განათლების სისტემაში წამოწყებული ცვლილებების შედეგად. იგი არის სამართალმემკვიდრე სასწავლებლისა, რომელმაც ნახევარსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე აღზარდა მრავალი მუსიკოსი. ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულები ყოველთვის წარმატებით მოღვაწეობდნენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რაც მეტყველებს პედაგოგთა მაღალკვალიფიციურობაზე. ისინი ახალგაზრდა ნიჭიერ კადრებთან ერთად ღირსეულად იცავენ სასწავლებლის ტრადიციებს.
ქ. რუსთავის სამუსიკო სასწავლებელში გასული საუკუნის 70-იან წლებში მოღვაწეობდნენ ქართული სიმღერის დიდი მოამაგე და მკვლევარი, ანსამბლ „რუსთავის” დამაარსებელი ანზორ ერქომაიშვილი და საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა.
სასწავლებელი ახორციელებს 11-წლიანი სწავლების (დაწყებითი – I-IV კლასი, საბაზო – VII-IX კლასი, სპეციალური – X-XI კლასი) უწყვეტ ციკლს საფორტეპიანო, საორკესტრო სიმებიანი საკრავების (ვიოლინო, ჩელო), ჩასაბერი საკრავების (ფლეიტა, კლარნეტი, საყვირი, საქსოფონი), დასარტყამი ინსტრუმენტების, ვოკალურ და საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებებზე.
სასწავლებელი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არის ორგანიზატორი ორი მასშტაბური ღონისძიების – კლასიკური მუსიკის ნორჩ შემსრულებელთა კონკურსისა და საგუნდო მუსიკის ფესტივალის, რომლებშიც, ტრადიციულად, მონაწილეობენ თბილისის, ქ. რუსთავისა და ქვემო ქართლის სამუსიკო სკოლების ცალკეული შემსრულებლები და საგუნდო კოლექტივების 2 500 მოსწავლე.
სასწავლებელმა აღზარდა რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები. ბოლო 14 წლის მანძილზე 34-მა კურსდამთავრებულმა სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტებზე.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ 2023 წელს გამოცხადებული კონკურსის – „ინსტრუმენტების განახლება სამუსიკო სასწავლებლებში” – ფარგლებში რუსთავის სამუსიკო სასწავლებელი 35 000 ლარით დაფინანსდა და, Petrof-ის აკუსტიკურ როიალებთან ერთად, საქსოფონი, კლარნეტი და ფლეიტა შეიძინა.
2021 წელს, ამავე კონკურსის ფარგლებში, კულტურის სამინისტრომ რუსთავის სამუსიკო სასწავლებელს 30 300 ლარი ღირებულების ინსტრუმენტები შეუძინა.

კომენტარები

კომენტარი

47
გაზიარება FacebookTwitterTelegramWhatsAppViberEmailPrint
სხვა სიახლეები
კულტურა

„საუბრები კლავიშებთან“ — თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, „საქართველოს…

კულტურა

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის დღეები და მინისტრის მოადგილის…

კულტურა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი…

კულტურა

დღეს რეზო გაბრიაძეს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა

კულტურა

პორტუგალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრის…

კულტურა

კულტურის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ბრაზილიის…

ბოლო სიახლეები

მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოსა და უზბეკეთს შორის…

15:43 1.07.2026

მამუკა მდინარაძე – ანტიკორუფციული ღონისძიებების ნაწილში, რეალურ…

15:38 1.07.2026

მარიამ ქვრივიშვილი: „პროგნოზირებადობა და სწორი საინვესტიციო კლიმატი…

15:32 1.07.2026

მამუკა მდინარაძე – ჩვენი სამართალდამცავი სისტემის, საქართველოს…

15:26 1.07.2026

მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე დაახლოებით 7…

15:21 1.07.2026

მამუკა მდინარაძე – დაარსების 32 წლისთავს ვულოცავ საქართველოს…

15:06 1.07.2026

მამუკა მდინარაძე – განსაკუთრებით შთამბეჭდავია შსს-ს შედეგები,…

14:59 1.07.2026

მამუკა მდინარაძე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების…

14:55 1.07.2026

მამუკა მდინარაძე – ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ სიძულვილის…

14:49 1.07.2026

მამუკა მდინარაძე – პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს…

14:42 1.07.2026

ვენესუელაში ძარცვის ბრალდებით ოთხი პოლიციელი დააკავეს

14:38 1.07.2026

“2026 წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით, სიძულვილის…

14:32 1.07.2026

მამუკა მდინარაძე – შესაბამისი უწყებები მოახდენენ არამხოლოდ იმ…

14:29 1.07.2026

ვახტანგ ცინცაძე: „Moody’s-ის მიერ საქართველოს სუვერენული…

14:22 1.07.2026

დავით ჩიხელიძე: დარწმუნებული ვარ, დავით საყვარელიძემ ძალიან კარგად…

14:20 1.07.2026

მამუკა მდინარაძე – საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის…

14:15 1.07.2026

“გვინდა, რომ სამეზობლოში – ირანი იქნება, თურქეთი,…

14:07 1.07.2026

“ჩრდილოეთ მაკედონელ კოლეგას საქართველო-ევროკავშირის…

13:50 1.07.2026

„საუბრები კლავიშებთან“ — თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის,…

13:46 1.07.2026

მიხეილ მაღლაკელიძე სგპ ,,ყაზბეგს“ ესტუმრა და საბაჟო დეპარტამენტის…

13:36 1.07.2026
იტვირთება ... მეთის ჩატვირთვა No More Posts
legal_hub
lime_georgia
unitrans

პოპულარული

რისი იმედი აქვს ნათია ჯანაშიას და რა არის მისი რეალური…

13:45 30.06.2026 271

საქართველოში პირველი სიმულაციური შეჯიბრება “ევროპის…

17:55 29.06.2026 65

სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თურქეთის…

11:23 1.07.2026 62

გერმანიაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

01:57 30.06.2026 49

სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში…

17:04 30.06.2026 46

საქართველოსა და სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა…

17:19 30.06.2026 41

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში…

10:12 30.06.2026 40

კასპში ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა

22:53 30.06.2026 38

ნანა კაკაბაძე: დიდი ხანია შევეჩვიეთ, რომ ანტიქართული ძალები…

01:07 30.06.2026 35

ეკატერინა ივანიშვილის მიმართვა შვილმოკლულ დედას, ეკა…

14:30 30.06.2026 34
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
მედიაჰოლდინგი კვირა © 2026 - ყველა უფლება დაცულია.