თბილისის მერმა, კახა კალაძემ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში შს მინისტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
კალაძის თქმით, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ რეაბილიტაციის დროს მოსახლეობისთვის გადაადგილება მაქსიმალურად შეემსუბუქებინათ.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საპატრულო პოლიციას, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს. ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან თანამშრომლობდნენ. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ შეზღუდვები და პრობლემები, რაც იყო აქ გადაადგილების თვალსაზრისით, მაქსიმალურად შეემსუბუქებინათ მოსახლეობისთვის“, – განაცხადა კალაძემ.