აშშ-მა „ჰეზბოლას“ მხარდაჭერისთვის თურქულ და ლიბანურ ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა
აშშ-მა თურქულ და ლიბანურ ორგანიზაციებს „ჰეზბოლას“ და ირანის ძალების ფინანსური მხარდაჭერისთვის სანქციები დაუწესა.
მედიის ცნობით, სანქციები თურქეთსა და ლიბანში დაფუძნებულ სამ სუბიექტსა და ერთ ფიზიკურ პირს შეეხება.
„ამ სუბიექტებმა ასობით მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს ირანული საქონლის გაყიდვით, მათ შორის სირიის მთავრობისთვის.
შემოსავლებით ხდებოდა „ჰეზბოლას“ მუდმივი ტერორისტული აქტივობების დაფინანსება და ეს სუბიექტები მხარს უჭერდნენ სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს მთელს რეგიონში“, – ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებაში.
როგორც აღნიშნული დეპარტამენტი იუწყება, სანქციები დაუწესდა თურქეთში არსებულ Mira Ihracat Ithalat Petrol-ს, რომელიც ყიდულობს და ყიდის ირანულ საქონელს გლობალურ ბაზარზე, ასევე, მის აღმასრულებელ დირექტორსა და მფლობელს იბრაჰიმ ტალალ ალ-უვაირს.