Reuters: პუტინი თურქეთს 12 თებერვალს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთს 12 თებერვალს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი თურქ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, კრემლის ლიდერი ვიზიტის ფარგლებში, თავის თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ნატოს წევრ ქვეყანაში ეს პუტინის პირველი ვიზიტი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები