“ირანსა და ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობით საერთაშორისო ვალდებულებებს არ ვარღვევთ, ეს ჩვენი საქმეა” – ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებით რუსეთი არანაირ საერთაშორისო ვალდებულებებს არ არღვევს.
ამის შესახებ მან ბრიფინგზე კითხვის საპასუხოდ თქვა, თუ როგორ რეაგირებს საგარეო უწყება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მოსკოვი უკრაინაში თეირანის და ფხენიანის მიერ მიწოდებულ იარაღს იყენებს და,ასევე, ხომ არ ირღვევა საერთაშორისო ვალდებულებები.
“ჩვენი ქვეყანა არ არღვევს არანაირ საერთაშორისო ვალდებულებებს. მორჩა. წერტილი. რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ – ჩვენი წმინდა პირადი საქმეა სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში”, – თქვა მან.