ტონგას სამეფოს სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ტონგას სამეფოს სანაპიროსთან 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) იტყობინება.

სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრა სამეფოს დედაქალაქ ნუკუალოფადან სამხრეთ-დასავლეთით 274 კილომეტრში, 185 კილომეტრის სიღრმეში მოხდა.

შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები