ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის ბიუჯეტის 11%-ზე მეტი მოხმარდება გარემოსდაცვით ღონისძიებებს, ნარჩენების მართვას და კომუნალური სერვისების განვითარებას

ოზურგეთის ბიუჯეტის 11%-ზე მეტი მოხმარდება გარემოსდაცვით ღონისძიებებს, ნარჩენების მართვას და კომუნალური სერვისების განვითარებას, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა განაცხადა.

„წელს ოზურგეთის ბიუჯეტის 11%-ზე მეტი მოხმარდება გარემოსდაცვით ღონისძიებებს, ნარჩენების მართვას და კომუნალური სერვისების განვითარებას – ვზრდით დასუფთავების მომსახურების არეალსაც. ამ მიზნით, განხორციელდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება: 2024 წელს ოზურგეთი მიიღებს დამატებით 3 ახალ ნაგავმზიდს, რომელიც მოემსახურება ჩვენს მუნიციპალიტეტს”, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მოხდება დამატებით ნაგავშემკრებ კონტეინერების შეძენაც. ამავე დროს, დაწყებულია დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ახალი სისტემის დანერგვა, საიდანაც მიღებული შემოსავალი ისევ და ისევ სერვისის მიწოდებას და მის გაუმჯობესებას მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები