ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 100%-იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებთან ერთად, 70%-იანი გრანტის მფლობელებიც წახალისდებიან

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 100%-იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებთან ერთად, 70%-იანი გრანტის მფლობელებიც წახალისდებიან – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

„2024 წლიდან ვაფართოებთ ჩვენი ახალგაზრდების წახალისების და მხარდაჭერის პროგრამასაც. კერძოდ: 100%-იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებთან ერთად, წახალისდებიან 70%-იანი გრანტის მფლობელი ახალგაზრდებიც.მერის ყოველთვიური სტიპენდია 200 ლარის ოდენობით დაუწესდება საუკეთესო რეიტინგის მქონე ბაკალავრს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში და ეუფლება შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს: აგრონომია, სურსათის უსაფრთხოება, ვეტრენინარია და ენერგეტიკა,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა.

მისივე თქმით, დედით ან მამით ობოლ, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 70 000 – პირველი კურსის პირველი სემესტრი დაუფინანსდებათ 400 ლარით, ხოლო ყველა მომდევნო სემესტრის დაფინანსება განისაზღვრება წინა სემესტრში მიღებული ქულების რაოდენობით 300-დან 600 ლარამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები