ოზურგეთში სახლ-მუზეუმების განახლება იწყება

ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში შალვა რადიანის და სოფელ ცხემლისხიდში გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმების განახლება იწყება, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა განაცხადა.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მალე დაიწყება, შალვა რადიანის სახლ-მუზეუმის განახლებას გულისხმობს. ტერიტორიაზე არსებული სახლ-მუზეუმის, დამხმარე ნაგებობების განახლებასა და ეზოს კეთილმოწყობას 257 137 ლარი მოხმარდება. წელს, ასევე, მოხდება ჩვენთვის საამაყო მამულიშვილის, გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმის განახლება. პროექტისთვის გათვალისწინებულია 118 916 ლარი,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები